922 ხმით ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი გახდა. ასოციაციამ დავით ასათიანი თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩია. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 953-მა ადვოკატმა მიიღო, რომელთა უმრავლესობამ, არჩევანი დავით ასათიანის სასარგებლოდ გააკეთა. რაც შეეხება ასათიანის კონკურენტს, ლევან ჯანაშიას, მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა, 23 ხმა მიიღო.
ლევან ჯანაშია 9 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნების პირველ ტურს უნდობლობას უცხადებს და შედეგების ბათილად ცნობას თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანილი სარჩელით ითხოვს, რომლის განხილვა 2018 წლის მარტშია ჩანიშნული.