უკვე 3 საათია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ე.წ ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებულების ადვოკატები იმყოფებიან. მათი განცხადებით ბრალის წარდგენის პროცედურასთან ერთად დღეს საქმის მასალები უნდა გადაეცეთ, რომელიც მოცულობითია და ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს შეიცავს.
ადვოკატებმა კომენტარები გააკეთეს ბრალის აღიარებასთან დაკავშირებით, ბრალს ორი დაკავებული ირაკლი და დავით ბერიძეები აღიარებენ. 5 დაკავებულს გამოძიება თანხის სანაცვლოდ სუპერლიგის გარკვეული მატჩების გარიგების ორგანიზებას ედავება.