შვეიცარიის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა

22 დეკემბერი 2017, 00:00 3009 ნახვა

შვეიცარიის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. როგორც შვეიცარული მედია წერს, ერთ-ერთი მათგანი ყაჩაღობისთვის იძებნებოდა. ქალაქ აარგაუს პოლიციამ „რენოს“ მარკის ავტომობილი შეამოწმა, რომელსაც ფრანგული სანომრე ნიშნები ჰქონდა.

შემოწმებისას ორმა ქართველმა საფრანგეთში გაცემული საბუთები წარადგინა და განაცხადა, რომ ბადენში მანქანის საყიდლად მიემგზავრებოდნენ. პოლიციამ ისინი განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც მათი დეტალური შემოწმება მოხდა.

გაირკვა, რომ ერთ-ერთი პირი ყაჩაღობისთვის იძებნებოდა. მანქანაში მოპარული ნივთები, ქურდობისთვის საჭირო ინსტრუმენტები და მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩინეს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი