აჭარის ბიუჯეტი დამტკიცებულია

21 დეკემბერი 2017, 00:00 3599 ნახვა

15 მომხრე 5 წინააღმდეგი - აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი მიღებულია. კენჭისყრის პროცესი საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

მომავალ წელს ყველაზე დიდი დაფინანსება საავტომობილო გზების დეპარტამენტს ექნება, ეს არის დაახლოებით 57 მილიონი ლარი, რაც 2017 წელთან შედარებით 7 მილიონით მეტია.

50 მილიონ ლარამდე აქვს გამოყოფილი აჭარის განათლების სამინისტროს.

დაახლოებით 45 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთვის, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 19 მილიონი ლარით მეტია.

როგორც ცნობილია, 2018 რამდენიმე მსხვილი პროექტი განხორციელდება, მათ შორის არის საფეხბურთო სტადიონისა და ესტაკადის მშენებლობა.

მთავარი ფინანსური დოკუმენტის დამტკიცებას მხარი ‘’ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებმა არ დაუჭირეს. ოპოზიციონერი დეპუტატები, აცხადებენ რომ მთავრობამ მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა. 

კენჭისყრის პროცესში ''საქართველოს პატრიოტთა ალიანსის'' წევრი ზაზა ოქუაშვილი მონაწილებდა, რომელმაც მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა. მისი თქმით, ოპოზიცია იმისთვის არ მუშაობს, რომ ხელოვნური წინააღმდეგობები შემოიტანოს. ''მთავარია ყურადღება მივაქციოთ როგორ გაიხარჯება ბიუჯეტი'' - ამბობს დეპუტატი. 

აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 355 მილიონი ლარია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი