დეპუტატი: ''შეგაგინო თუ არ შეგაგინო'' - ქუჩური გარჩევები საკანონმდებლო ორგანოში

21 დეკემბერი 2017, 00:00 5490 ნახვა

უმაღლეს საბჭოს სხდომაზე, 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი გარჩევის ნაცვლად, დეპუტატები საქმეს არჩევდნენ. სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაპირისპირება, გუშინ, 20 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან ოპოზიციური პარტიის წევრის ნიკა მელიას გინების შეფასებას მოყვა. 

‘’ქართული ოცნების'’ კვოტით არჩეულ დეპუტატებს კვირიკაშვილის გინების ფაქტი მოსწონთ, ოპონენტები კი პრემიერს თმენის ვალდებულებას ახსენებენ.

‘’თუ ეს მოგწონთ, ვაგინოთ მაშინ ერთმანეთს. გადავიდეთ მაგ ფორმაზე’’ - სთავაზობს დეპუტატებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ელგუჯა ბაგრატიონი. 

დიალოგი დეპუტატებს შორის

ელგუჯა ბაგრატიონი: ‘’ეხლა მაგას, რომ ამბობს შეგაგინო უნდა?’’

ლადო მგალობლიშვილი: ‘’მე რომ შემაგინებენ პასუხსაც გავცემ’’.

ელგუჯა ბაგრატიონი ‘’კრავამაგაში ხარ ნავარჯიშევი’’?

ლადო მგალობლიშვილი: ‘’გამოსცადე თუ გინდა შენს თავზე’’.

ელგუჯა ბაგრატიონი: წამოდი დავტოვოთ სხდომათა დარბაზი და გავსინჯოთ.

ლადო მგალობლიშვილი: "პარლამენტის შენობაში ვართ ქუჩაში ხომ არ ვართ, რომ ჩავიცუცქოთ და გავსინჯოთ" .

ელგუჯა ბაგრატიონი: "ქუჩაში იყო პრემიერ-მინისტრი, რომ იგინებოდა"...

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი