ცხენის და ვირის ხორცი სავაჭრო ობიექტებში

20 დეკემბერი 2017, 00:00 7650 ნახვა

ცხენის და ვირის ხორცი, საზოგადოებრივი კვების და სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულ ნიმუშებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მონიტორინგი საქართველოს სხვადსხვა ქალაქში ჩაატარეს, მათ შორის ბათუმში. ცხენის ხორცი, ისე რომ არ იყო მითითებული ეტიკეტზე, საქონლის ხორცის სახელით რამდენიმე ობიექტის, მზა პროდუქტსა, თუ ფარშში აღმოჩნდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორები დააჯარიმეს. საეჭვოდ მიჩნეული სურსათი კი ბაზრიდან ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ცხენის ან ვირის  ხორცის რეალიზაციის შემთხვევაში, კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა აუცილებელია. სავალდებულოა ხორცი იყოს ეტიკეტირებული და  მითითებული იყოს ხორცის სახეობა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი