სტაბილურად მძიმეა თბილისში დაჭრილი მოზარდის მდგომარეობა. მას ინგოროყვას კლინიკაში უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. მედიკოსების განცხადებით, მოზარდი რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
არასრულწლოვანს ჭრილობა გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტი თბილისში, მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღიძრა.