მინისტრების ანგარიში

19 დეკემბერი 2017, 00:00 2784 ნახვა

დღეს აჭარის მთავრობის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. სხდომაზე მინისტრების ანგარიშიც მოისმინეს. ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ქობულეთში განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა. მათ შორის სასტუმროს მშენებლობის და ფიჭვნარში გამაჯანსაღებელი ცენტრის შექმნის შესახებ.  

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მინისტრის ინფორმაციით, ექსპორტირებულია 16 300 ტონა სტანდარტული მანდარინი, მიღებული და გადამუშავებული კი 4 ათას 700 ტონა არასტანდარტული მანდარინი. მინისტრის თქმით, არასტანდარტული მანდარინის გაყიდვამ იმატა.

აჭარის განათლების, მინისტრის განცხადებით კი სკოლებში უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით, ყველა მუნიციპალიტეტის სასწავლო დაწესებულებებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან ერთად,  იმიტირებული განგაში ტარდება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი