ანა დოლიძე თანამდებობიდან გადადგა

27 ივნისი 2016, 00:00 6288 ნახვა

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა. არსებული ინფორმაციით, იგი მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააგრძელებს. ანა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ერთი წლის წინ დაინიშნა. როგორც ცნობილია, ანა დოლიძე, ნონა თოდუასა და  თამარ ლალიაშვილთან ერთად, უზენასი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იყო, თუმცა პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში