გაეროს ახალგაზრდული ანსამბლეის’’ დელეგატებისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს სესიები მიმდინარეობს. ახალგაზრდა დელეგატებს სპეციალურად მოწვეული ტრენერები, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე ესაუბრებიან. პროექტში საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან და სკოლიდან 800- მდე ახალგაზრდაა ჩართული.
,, გაეროს ახალგაზრდული ანსამბლეა 2017’’ გუშინ გაიხსნა, ოფიციალური დახურვა კი ხვალ 18:00 საათზე გაიმართება. კონკურსში გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს, რომლებიც მცირე გრანტით დაფინანსდებიან. ღონისძიებას არასამთავრობო ორგანიზაცია ‘’მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის’’ ახორციელებს