“ლიტერატურული ბათუმი” - დათო ტურაშვილი ახალი წიგნის გამოსაცემად ემზადება

17 დეკემბერი 2017, 00:00 3918 ნახვა

დათო ტურაშვილის ახალი რომანი ''სხვა ამსტერდამი'' ბერლინალეს კინოფესტივალზე წიგნების სექციაშია წარდგენილი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქართველი ავტორი ამ ნომინაციაში დასახელდა. რომანი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროინდელ ამბებს ეხება, მწერალმა ბაბუას მიუძღვნა. მწერალმა ახალი ნამუშევარი ბათუმელ მკითხველს წარუდგინა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

  დათო ტურაშვილი ბათუმის ლიტერატურულ ისტორიაზე წიგნის დაწერას აპირებს. მისი თქმით, წიგნმა ''ლიტერატურული ბათუმი'' ის დამოკიდებულება და განწყობები უნდა ასახოს, რომელიც ქართველ და უცხოელ ავტორებს ბათუმთან აკავშირებდათ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში