პრემიერის ვიზიტი შვეიცარიაში

27 ივნისი 2016, 00:00 2391 ნახვა

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციას ეწვევა. დაგეგმილია გიორგი კვირიკაშვილისა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური პრეზიდენტის შეხვედრა. პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის, რომელიც ისლანდიას, ლიხტენშტაინს, ნორვეგიასა და შვეიცარიას აერთიანებს; ასევე, გაიმართება შვეიცარია-საქართველოს ბიზნესმიღება. ვიზიტის შეხვედრებზე, ტურიზმის, მეწარმეობის, კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისა და უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.

ამავე კატეგორიაში