საჯარო და კერძო ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში ჩემპიონატი დასრულდა

15 დეკემბერი 2017, 00:00 2249 ნახვა

საჯარო და კერძო ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთში  ჩემპიონატი დასრულდა. გათამაშებაში ორი თვის განმავლობაში 9  გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს ძალოვანი სტრუქტურის გუნდი და ბათუმის ტერმინალი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ ტერმინალმა მოწინააღმდეგეს სძლია და 4:2 დაამარცა. მესამე ადგილს კი ჯანდაცვის სამინისტრო დასჯერდა. გამარჯვებულებს თასები მედლები და ვაუჩერები გადაეცათ.

ამავე კატეგორიაში