ბათუმში მეოთხე სართულიდან ქალი გადმოვარდა

14 დეკემბერი 2017, 00:00 36745 ნახვა

ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულიდან ქალი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, ბრიგადა შემთხვევის ადგილას რამდენიმე წუთში მივიდა, თუმცა მედიკოსებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ. 

 მეზობლები ყვებიან, რომ ის ფანჯრის მინას წმენდდა, სავარაუდოდ კიბე დაუცურდა და სწორედ ეს გახდა გადმოვარდნის მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილი ქალი 60 წლის იყო. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი