11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპს უახლოვდება. უახლოეს სხდომაზე მხარეებს დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალება ექნებათ, რასაც ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია არ აპირებს.
იგი აცხადებს, რომ უდანაშაულოა, თუმცა მიიჩნევს, რომ პროცესი პოლიტიზებულია და არ უნდა ამ საქმეში წაგებულის სახელი მის ადვოკატებს ჰქონდეთ, სწორედ ამიტომ, ჩხვირკიას გადაწყვეტილებით, მის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატები აღარ დაიცავენ. დღეს სასამართლოს წინაშე დაცვის მხარის მოწმეები გამოკითხეს, მათ შორის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი.