 
                                        
                                                                    
                            
                            
                                
                                
                            
                            ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 62 თეთრი გახდა. გუშინ კი იგი 2 ლარი და 66 თეთრი ღირდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3 ლარი და 9 თეთრია. შედარებით მაღალია კურსი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            