სპორტდარბაზებში გათბობის და კონდიცირების პრობლემაა 

12 დეკემბერი 2017, 00:00 4322 ნახვა

უკვე 9 თვეა სპორტის 12 სექციის წევრები 4 სხვადასხვა შენობაში ვარჯიშობენ. ტანმოვარჯიშეებს, მოჭიდავეებს, მოცეკვავეებს და სპორტის სხვა სახეობების წევრებს ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე არსებული სპორტული კომპლექსის დატოვება მას შემდეგ მოუხდათ, რაც სასპორტო სკოლის ორი ფლიგელი აჭარის მთავრობამ “ორბი ჯგუფს” მიჰყიდა. იქ უკვე დაწყებულია სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა. სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ დაუქირავა სპორტსმენებს დარბაზები, რომელთა უმრავლესობაშიც ამ დრომდე სპორტსმენები გათბობის გარეშე ვარჯიშობდნენ.

ბუნებრივი აირს დარბაზებში ხვალიდან ჩართავენ. ახალგაზრდებს ამ შენობებში ვარჯიში მინიმუმ ერთ წელს კიდევ მოუხდებათ, რადგან დაანონსებული სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის გამოცხადებული ტენდერი, დავის გამო შეფერხდა, სავარაუდოდ 2 დღეში გაირკვევა როდის და ვინ დაიწყებს მშენებლობას. ხელშეკრულების გაფორმებიდან 11 თვიანი ვადა ექნება კომპანიას კომპლექსის ასაშენებლად, რისთვისაც ბიუჯეტში 60 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში