ვის დაუკანონდა და ვის უთხრეს უარი სახლემწიფო შენობის, ან ადგილის დარეგისტრირებაზე? საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც სახელმწიფოს კუთვნილ ქონებაში უკანონოდ შეიჭრნენ, ოღონდ 2010 წლამდე. აჭარის მთავრობის მიერ წლის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილებით 130-ზე მეტმა მოქალაქემ უკვე ისარგებლა. პროგრამა არ ეხება ე.წ. ოცნების ქალაქს. რადგან აქ მცხოვრებლებმა ტერიტორია 2012 წლიდან დაიკავეს.
იმ მოქალაქეებს, რომლებიც მთავრობის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, განაცხადების შეტანა ეკონომიკის სამინისტროში შეუძლიათ.