პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი შიმშილობს. წაყენებულ ბრალდებებს სააკაშვილი შეთითხნილს, ხოლო უკრაინის ხელისუფლებას ბარიგებს უწოდებს. პროკურორები სასამართლოში წარსადგენ სარჩელს ამზადებენ. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარაუდოდ ორშაბათს იმსჯელებს.
მანამდე კი უკრაინულმა მედიამ სააკაშვილის დაკავებისა და მისი ადგილსამყოფელის ჩხრეკის შესახებ პროკურატურის დადგენილება გამოაქვეყნა. მიხეილ სააკაშვილი კიევში პირველად 5 დეკემბერს დააკავეს.როდესაც გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინას ჩხრეკდა. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.