მანდატურები დღეს თბილისის სკოლებში მოსწავლეების ჩანთებს ამოწმებდნენ. განმარტავენ რომ შემოწმება პიროტექნიკის სკოლაში შეტანის თავიდან აცილების მიზნით ტარდება და ამას ყოველწლიური ხასიათი აქვს. მანდატურმა სკოლის მოსწავლეს ელექტროშოკი აღმოუჩინა რუსთავის მე-18 სკოლაში. ასევე ინციდენტი მოხდა დღეს რუსთავის მე-22 სკოლაში.
დირექტორის, ეკატერინე ცხვედაძის განცხადებით, არ ყოფილა ფიზიკური დაპირისპირება, თუმცა ერთ-ერთ მოსწავლეს მეორემ ხელი დაარტყა, რის გამოც იგი შეუძლოდ გახდა, თუმცა დაზარალებული მოსწავლე უკვე სახლში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შეგახსენებთ, თბილისსა და წყალტუბოში მომხდარი ფაქტების შემდეგ, რომლებმაც 3 მოზარდის სიცოცხლე შეიწირა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მანდატურის სამსახურის მუშაობა გადაიხედება, იგეგმება პატრულთან თანამშრომლობა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გაძლიერებული მეთვალყურეობა იგეგმება ასევე სკოლებთან, გაკვეთილების დასრულების შემდეგ.