დაღუპული მსაჯის ოჯახის წევრები სამართალდამცველებმა დაკითხეს

08 დეკემბერი 2017, 00:00 2804 ნახვა

ფეხბურთის ეროვნული მსაჯის ილო ტუღუში  გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გამოძიება გრძელდება, სამართალდამცავებმა  გუშინ გვიან ღამით ოჯახის წევრები დაკითხეს ისინი იმ სამი პიროვნებით დაინტერესდნენ, რომელის შესახებაც ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ილო ტუღუში სწორედ მათ ნახეს ბოლოს და თანხა, 5 ათასი ლარი  მოსთხოვეს.გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს თანხა ტუღუშმა გაყიდული თამაშის სანაცვლოდ მიიღო. უცნობია მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ამ მიმართულებით. უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში