ჟურნალისტების არშეშვების გამო საქართველო უკრაინას ნოტას გაუგზავნის

06 დეკემბერი 2017, 00:00 3001 ნახვა

უკრაინული მხარე მათ ტერიტორიაზე შესვლასთან დაკავშირებით რამდენიმე ქართველი ჟურნალისტისთვის უარის თქმის საფუძვლად ქვეყანაში შექმნილ უსაფრთხოების გარემოებას ასახელებს. უკრაინაში საქართველოს ელჩის, გელა დუმბაძის ინფორმაციით, ამ და სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით უკრაინას შესაბამისი ნოტა გაეგზავნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჯგუფი კიევში არ შეუშვეს. მესაზღვრეებმა ბორისპოლის აეროპორტში ისინი დღეს დილით რამდენიმე საათით დააყოვნეს, გასაუბრების შემდეგ კი ქვეყანაში შესვლაზე უარი განუცხადეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი