''არ არასებობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ვინმეს მკვლელობას ვგეგმავდი'' - ბრალდებულის მთლიანი სიტყვა

06 დეკემბერი 2017, 00:00 3396 ნახვა

ე.წ. "ციანიდის საქმეზე" გიორგი მამალაძის პირველი ვრცელი კომენტარი. დეკანოზი მისი დაკავებიდან დღემდე გამოძიების მიმდინარეობაზე  საუბრობს.

"არ შემიძლია გულისტკივილი არ გამოვხატო ხელისუფლებისა და საპატრიარქოს წარმომადგენელთა უპასუხისმგებლო განცხადებების გამო. დღეს თქვენ იწყებთ სააპელაციო სარჩელის განხილვას, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და მთავარმა პროკურატურამ დამკვეთთა ნებასურვილისამებრ შექმნეს. საქმის შესწავლისას ნახავთ დაკითხულ 100-ზე მეტ მოწმეს და გამოკვლეულ 11 ტომ მტკიცებულებებს, სადაც არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მე ვინმეს მკვლელობას ვგეგმავდი და არც მტკიცებულება არსებობს ამისა. თვით საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ არაა დარწმუნებული მზადდებოდა თუ არა დანაშაული. ის უბრალოდ ვარაუდობს ამას. ვიღაცის ვარაუდებზე ასეთი მძიმე ბრალი და სასჯელი გაგონილა?! ბრალდება ამტკიცებს რომ მე მქონდა ციანიდი, რომელიც თითქოსდა ჩემს ჩანთაში აღმოაჩინეს ეს სიცრუეა რადგან მე ის ავად სახსენებელი ნივთიერება არ მქონია. მე არ უარვყოფ რომ ამ ნივთიერებით ვიყავი დაინტერესებული, რადგან ის შორენა თეთრუაშვილმა მთხოვა. სამწუხაროა რომ მან ეს ფაქტი უარყო.

რაც შეეხება ამოღებულ ციანიდს. პროკურატურამ ამოღებულ ციანიდზე არ ჩაატარა დნმ-ის და დაქტოლოსკოპიური ექსპერტიზა. სამაგიეროდ ექსპერტიზა ჩაუტარეს ფარატინა ფურცელს, სადაც ეწერა "კალიუმის ციანიდი", რაც კითხვის ნიშნებს ბადებს. არ მოგვეცა შესაძლებლობა მთავარი მტკიცებულების აეროპორტის ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერების მოპოვების, რითაც დამტკიცდებოდა სუს-ისა და პროკურატურის უკანონო ქმედებები როგორც ჩემს მიმართ ასევე ბარგის ამოღებისას. ამ უკანონო მოქმედებების დაფარვის მიზნით, ბრალდებამ აღნიშნული ჩანაწერების ამოღება და საქმეზე დართვა მიზანშეწონილად არ მიიჩნია, მაშინ როცა საქმეს დაურთო ჩემი სახლის გასაღების მეპატრონეზე გადაცემის ვიდეოკადრები.

დაკავებიდან მეორე დღეს 11 თებერვალს წარმიდგინეს ბრალი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების შესახებ. მიუხედავად ამისა 13 თებერცალს მთავარმა პროკურორმა შოთაძემ საზოგადოების წინასწარი განწყობის შექმნის მიზნით გააკეთა განცხადება, რომლითაც საზოგადოებას პატრიარქის მკვლელობის აღკვეთაზე მიანიშნა.საზოგადოების წინასწარ განწყობასვე ემსახურებოდა, პროლურატურის მიერ მიმდინარე წლის 8 მარტს, სინოდის სხდომის წინა დღეს, საზოგადოებისთვის დამონტაჟებული მასალების გაცნობა. გაუთქმელობის პირობიდან გამომდინარე შეუძლებელი გახდა დაცვას კონტრარგუმენტები წარმოედგინა.

აეროპორტიდან გატაცებიდან დღემდე ვიმყოფები სისტემატიური ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. გატაცების მომენტიდან მთელი საგამოძიებო პროცესის დროს, მიუხედავად წარდგენილო ბრალისა, ჩემი ადვოკატების თანდასწრებით ითხოვდნენ მეღიარებინა პატრიარქის მკვლელობის მომზადება და მასში მიტროპოლიტ დიმიტრისა და იოსებ ოხანაშვილის მონაწილეობა. სანაცვლოდ ფსევდო თანამშრომლობისთვის თავისუდლებას მპირდებოდნენ. აღნიშნულის გამო პროკურატურის წარმომადგენლებსა და ადვოკატებს შორის სიტუაცია არაერყხელ დაიძაბა. სისტემატიური ზეწოლისა და დაშინების მცდელობაა, ჩემს ოჯახზე, მოწმეებზე და ადვოკატებზე. რამდენიმე კვირის წინ, თავდასხმა მოხდა ჩემს ძმაზე, მუქარის შეტყობინებები მიიღო ჩემმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ, მოწმე ირაკლი ფირცხალავამ განაცხადა ზეწოლის შესახებ პენიტენციურ დაწესებულებაში, რათა მას არ კიეცა ჩვენება სასამართლოში ამ.საქმესთან დაკავშირებით. ჩვენების მიცემის შემდეგ კი საქმე აღძრეს მის წინააღმდეგ, დაშინების მცდელობა იყო მისი მეუღლის და შვილის მიმართ, ჩემი ადვოკატები დაიბარეს ტელევიზიით გავრცელებული დახურული სხდომის მასალების გამო პროკურატურაში და სასამართლოში, რეალურად კი აღმოჩნდა, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილმა, სხვა საქმის პროკურორს გადასცა აღნიშნული მასალა, ხოლო პროკურორმა დაულუქავად გადასცა ნომერ მეცხრე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციას.

მიტროპოლოტმა დიმიტრიმ 5 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროკურორები სასურველი ჩვენების მისაღებად მასზე ახდენდნენ ზეწოლას. 7 თვის მანძილზე, პროკურორის გადაწყვეტილებით აკრძალული მქონდა ოჯახთან ყველანაირი კომუნიკაცია. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ახდენს ჩემს რელიგიურ დისკრიმონაციას. დღემდე არ მეძლევა შესაძლებლობა, შევიმოსო ჩემი რელიგიური შესამოსელით და ასევე უფლებას არ მაძლევს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ ტაძარში, აღსრულებულ მსახურებაზე დასწრების. 

დღეს მე დასჯილი ვარ არა იმ დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩამიდენია, არამედ იმიტომ რომ მისმა უწმინდესობასმ ჩემი თანამდებიბაზე დანიშვნით ცალკეულ პირებს შეუწყდათ საპატრიარქოს ქონებაში უხეში ჩარევის უფლება. 

სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, ქვეყნის პირველი მოსამართლე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ ზექოლის მსხვერპლია. სახალხო დამცველს აკრიტიკებენ რადგან, მან ციანიდის საქმეზე თქვა რომ მართლმსაჯულება არ აღსრულდა. ჩვენს ქვეყანაში სიმართლის დამტკიცება და თვისუფლების მიპოვება ბერა ივანიშვილის სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსზეა დამოკიდებული. ჩვენ გვყვავს მთავარი პროკურორი, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დასჯილი ბატონი გვიჩიანის და ასევე მოლაშვილის ბრალმდებელი იყო.
ბრალდების მხარეს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და ეს რომ საზოგადოებისთვის არ იყოს ცნობილი, ამისთვის სურს დახუროს სასამართლო სხდომები. ზემოაღბიშნულიდან და ჩემს ირგვლივ შექმჯილი სიტუაციიდან გამომდინარე, უნდობლობას ვუცხადებ ქართულ მართლმსაჯულებას, რის გამოც პროტესტის ნიშნად ვტოვებ სასამართლო დარბაზს. თქვენ კი პატივცემულო კოლეგია გისურვებთ განაჩენის მიღების ჟამს, ჭეშმარიტი მსაჯულის - უფალი იესო ქრისტეს თანაგრძნობას, რათა ხელისუფალი. ს თუ ფარისეველთა ზეწოლითა თუ თანამდებობის დაკარგვის შიშის გამო მოსამართლე ბუგიანიშვილის მსგავსად, ანგარებით არ იძალადოთ კანონზე და უკანონო განაჩენი არ გამომიტანოთ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი