სააკაშვილზე ძებნა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა გამოცხადებული

06 დეკემბერი 2017, 00:00 2582 ნახვა

კიევში, რადას მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ტერიტორიაზე უკრაინის  ეროვნული გვარდიის და სპეცდანიშნულების რაზმი ისევ მობილიზებულია. აქციის მონაწილეები, ორგანიზატორები და პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებიან.

იგეგმება მიხეილ სააკაშვილის პრესკონფერენციაც. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მხარდამჭერები  დილიდან ტერიტორიაზე სპეციალური ბარიერებს აგებენ. ადგილზე მიტანილია საბურავები. მათი თქმით, ბარიკადების აგების მიზეზი სამართალდამცველების მოსალოდნელი თავდასხმებია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი