სამართალდამცველებს დაკავებული სააკაშვილი ტერიტორიიდან ვერ გაყავთ

05 დეკემბერი 2017, 00:00 4356 ნახვა

ფოტო: newsone

2 საათზე მეტია უკრაინის სამართალდამცველებს ვერ გაჰყავთ დაკავებული მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მიკროავტობუსში იმყოფება, გზა კი სააკაშილის მხარდამჭერებს აქვთ გადაკეტილი. 

მიკროავტობუსი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის  სახლთან დგას, სამართალდამცველებმა სააკაშვილი დააპატიმრეს და გადასაყვანად მიკროავტობუსშ ჩასვეს, თუმცა მისი გადაყვანა ვეღარ შეძლეს. 

იქ შეკრებილი აქტივისტები ითხოვენ ადგილზე პროკურორის მისვლას და სააკაშილის გათავისუფლებას. ერთ-ერთმა აქტივისტმა მიკროავტობუსის საქარე მინა გატეხა. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  უკრაინის სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა 12 საათისთვის აიყვანეს. 

მის დაკავებამდე კი, სპეცრაზმი მიხეილ სააკაშილის სახლში დილიდან მივიდა და ჩხრეკას აწარმოებდა. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ისინი სამძებრო სამუშაოებს პროკურატურასთან ერთად ახორციელებენ.  უწყებაში ჟურნალისტების კითხვას რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება არ უპასუხეს. 

დაკავებამდე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა: "პოროშენკომ პუტინთან შეთანხმებით გადაწყვიტა დამაკავოს და უკრაინულ ან ქართულ ციხეში ჩამსვას. პუტინის ბრძანებით ცდილობენ ფაქტების გაყალბებას და ჩემს დაჭერას, რომ არავინ თქვას პოროშენკოს ქურდობაზე, სახელმწიფოს გაყიდვაზე. ეს არის ბანდა, რომელმაც ჩაიგდო ხელში უკრაინის ხელისუფლება და ისინი იქნებიან პასუხისმგებლობა რაც არ უნდა დამემართოს." - ასე მიმართავდა საკუთარი სახლის სახურავიდან მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშილი, ინფორმაციას უკრაინული მედიასაშალება newsone ავრცელებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი