მიხეილ სააკაშილი უკრაინაში დააკავეს

05 დეკემბერი 2017, 00:00 4983 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. იგი უკრაინის სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა აიყვანეს. 

მის დაკავებამდე კი, სპეცრაზმი მიხეილ სააკაშილის სახლში დილიდან მივიდა და ჩხრეკას აწარმოებდა. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ისინი სამძებრო სამუშაოებს პროკურატურასთან ერთად ახორციელებენ.  უწყებაში ჟურნალისტების კითხვას რა საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება არ უპასუხეს. 

სააკაშილის საცხოვრებელთან მობილიზებული მოქალაქეები და სპეცრაზმი.  

დაკავებამდე მიხეილ სააკაშვილმა განცხადება გააკეთა: "პოროშენკომ პუტინთან შეთანხმებით გადაწყვიტა დამაკავოს და უკრაინულ ან ქართულ ციხეში ჩამსვას. პუტინის ბრძანებით ცდილობენ ფაქტების გაყალბებას და ჩემს დაჭერას, რომ არავინ თქვას პოროშენკოს ქურდობაზე, სახელმწიფოს გაყიდვაზე. ეს არის ბანდა, რომელმაც ჩაიგდო ხელში უკრაინის ხელისუფლება და ისინი იქნებიან პასუხისმგებლობა რაც არ უნდა დამემართოს." - ასე მიმართავდა საკუთარი სახლის სახურავიდან მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშილი, ინფორმაციას უკრაინული მედიასაშალება newsone ავრცელებს. 

უკრაინული კიდევე რთი გამოცემა უნიანი კი  წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სააკაშილის სახლში ჩხრეკა  მიტინგების დაფინანსებას უკავშირდება, რომელიც სააკაშვილის  ორგანიზებული იყო კიევში. 

 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი