წლებია თურქეთის ხელისუფლება აჭარაში, კიდევ ერთი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნას ითხოვს. ამას თურქული მხარე განსაკუთრებით ზაფხულში, მაღალი გამტარუნარიანობისა და ბიზნესის ხელშეწყობით ხსნის. საუბარია მარადიდი-მურათლის სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტად გადაკეთებაზე.
საქართველოს ხელისუფლებას ჯერ-ჯერობით კონკრეტული პასუხი არ აქვს. ეკონომისტები ინციიატივას მომგებიანად მიიჩნევენ, თუმცა საუბრობენ შესაძლო რისკებზეც. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში მამუკა არეშიძე კი ამის საჭიროებას ვერ ხედავს. აღსანიშNავია, რომ არსებობს მემორანდუმიც, რომელსაც მხარეებმა 2004 წელს მოაწერეს ხელი, სწორედ ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა დამატებითი გამშვები პუნქტის გახსნას. ირინე წუწუნავასგან გავიგებთ უფრო მეტს ამ თემის შესახებ.