მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი სამართალდამცველებს ჩაბარდა

04 დეკემბერი 2017, 00:00 6261 ნახვა

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული მეორე არასრულწლოვანი სამართალდამცველებს ჩაბარდა. ის რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიიყვანეს. გ.ჯ  უწყებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.

უფლებადამცველს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში დააანონსა, რომ ბრალდებული პოლიციას აუცილებლად ჩაბარდებოდა.

სამართალდამცველები არასრულწლოვანს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. მას ბრალად 1 დეკემბერს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა და ერთ-ერთი მოზარდის მკვლელობა ედება.

51-ე სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობაში პირველი ექსპერიმენტული სკოლის ორი მოსწავლეა ბრალდებული. ორივე მათგანს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დღეს, პოლიციამ დამატებით სამი სრულწლოვანიც დააკავა, მათ ბრალად დანაშაულის დაფარვა ედებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი