ბათუმის მერი ''დინამო ბათუმის'' დაფინანსებაზე

04 დეკემბერი 2017, 00:00 10176 ნახვა

ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საფეხბურთო კლუბ "დინამო ბათუმის" დაფინანსებასთან დაკავშირებულ კითხვაზე აცხადებს, რომ სასურველია სპორტული კლუბები კერძო სექტორმა დააფინანსოს. 

"სპორტული კლუბები უნდა ისწრაფოდეს დაფინანსდეს კერძო სექტორისგან. თავადაც უკეთესად იქნებიან და სახელმწიფო გათავისუფლდება ზედმეტი ტვირთისგან," - აცხადებს  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლაშა კომახიძე. 

 ბათუმის ბიუჯეტიდან "ბათუმის დინამომ" 2016 წელს 1 მილიონ 257 ათასი ლარი მიიღო, იგივე წელს, დამატებით,  მუნიციპალური ბიუჯეტიდან კლუბმა 1 მილიონ 400 ათასი ლარი მიიღო.

2017 წელს კი, კლუბი მხოლოდ 1 მილიონ 665 ათას 600 ლარს ბათუმის დინამოს ბავშვთა საფეხბურთო სკოლის განვითარებისთვის იღებს . თავად კლუბი კი, "ფეხბურთის განვითარების ფონდიდან"  დაფინანსებას იღებდა , თუმცა გუშინ კლუბმა დათმო პირველი ლიგა და წაგებული მატჩების სერიების შედეგად მეორე ლიგაში გადაინაცვლა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში