ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტისა და მისი გუნდის გადაყენების მოთხოვნით აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციამ აქცია გამართა. ე.წ ბასკოს შენობასთან სპორტსმენები და ფედერაციების წევრები შეიკრიბნენ. ისინი აჭარის ტაეკვონდოს ფედერაციას მხარდაჭერას უცხადებენ. ცნობილია, რომ 7 ნოემბერს საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულმა ფედერაციამ აჭარის ორგანიზაცია უფლებამოსილება შეუჩერა. ტაეკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, რეგიონული ორგანიზაცია ვერ აკმაყოფილებდა დადგენილ სტანდარტებს, არ მონაწილეობდა სპორტულ ღონისძიებებსა და სემინარებში, არ ემორჩილებოდა ეროვნულ ფედერაციას, რის გამოც უფლებამოსილება შეუჩერდა.