თბილისში ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდიც გარდაიცვალა. მას ცივი იარაღით 12 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. დაღუპულს 3 ოპერაცია ჩაუტარდა თუმცა ექიმების განმარტებით პაციენტმა ბევრი სისხლი დაკარგა და შედედების სისტემა დაერღვა.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი გუშინ დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.