აზერბაიჯანის და ბელარუსის პრეზიდენტების სამძიმარი

28 ნოემბერი 2017, 00:00 2720 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  უცხოელი კოლეგებისგან ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილებს ღებულობს.

ქართველ ხალხს და სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს აზერბაიჯანისა და ბელარუსის პრეზიდენტები უსამძიმრებენ.  სამძიმრის წერილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „უკიდურესად დამწუხრებული ვარ  ბათუმში, სასტუმროში ხანძრის შედეგად მსხვერპლისა და დაშავებულების გამო.

ამ ტრაგედიის გამო, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გისამძიმრებთ თქვენ, დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს, საქართველოს მთელ მოსახლეობას და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის სამძიმრის წერილში. ალექსანდრ ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელარუსმა დიდი მწუხარებით შეიტყო ხანძრის შედეგად მსხვერპლის შესახებ ამბავი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი