უსაფრთხოების სტანდარტები

26 ნოემბერი 2017, 00:00 2550 ნახვა

ბათუმში მშენებარე მრავალსართულიანი კორპუსების დიდი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს უსაფრთხოების სტანდარტებს. განცხადება აჭარის მშენებელთა დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეს ეკუთვნის. იაგო გურგენიძე ამბობს, რომ ახლადაშენებული სახლების უმრავლესობას არ გააჩნია სათადარიგო კიბე, წყლის ონკანები სართულებზე, სახანძრო ბრიგადების შეუფერხებელი მუშაობისთვის საჭირო გზა.

მისი განმარტებით, კანონი მოთხოვნებს ითვალისწინებს, თუმცა მათ პროექტის ავტორები არ იცავენ, რადგან, არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო. სახანძრო უსაფრთხოების მიმართულებით, იაგო გურგენიძე გამოსავალს სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს ამოქმედებაში ხედავს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი