აჭარის მაუწყებელი სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის – პირველად მაუწყებლის ისტორიაში აჭარის ტელევიზიამ და რადიომ საიუბილეო თარიღი საქველმოქმედო კონცერტით აღნიშნა.
კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ბერი ანდრიას სახელობის ფონდში. ფონდი წლებია სოლიდური სიმსივნით დაავადებულ მოზარდებს ეხმარება.