აჭარის მაუწყებელი-სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

23 ნოემბერი 2017, 00:00 2664 ნახვა

ბერი ანდრიას სახელობის ფონდის დასახმარებლად  -  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საქველმოქმედო ინიციატივა. არხი საკუთარ იუბილეს ქველმოქმედებით აღნიშნავს და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად კონცერტს მართავს.

ტელე-მარათონიდან შემოსული თანხა სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობისთვის ბერი ანდრიას ფონდში გადაირიცხება.

საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობენ: ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ქათამაძე, ზვიად ბოლქვაძე, ეკა მამალაძე, ვაჟა ტუღუში, სოფო ხალვაში, ნიკო ბერიძე და ბათუმის მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი და კაპელა.

ღონისძიება აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში 19 საათიდან გადაიცემა. ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა კონცერტის მიმდინარეობის დროსაც არის შესაძლებელი. ბილეთები დღეს ხელოვნების ცენტრის სალაროებში იყიდება. 

ამავე კატეგორიაში