სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ დრომდე ოფიციალურ პირებს განმარტებები არ გაუკეთებიათ. მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა 10 საათიდან მიმდინარეობს, თუმცა კომენტარები არ გაკეთებულა.
დღეს განცხადება არც პრემიერ მინისტრს გაუკეთებია. მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებიან ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები და შინაგან საქმეთა მინისტრი.