სპეცოპერაციის დროს დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი

22 ნოემბერი 2017, 00:00 2850 ნახვა

თბილისში, სპეცოპერციის დროს, ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა ერთი სამართალდამცველი. ძალოვან სტრუქტურებში ადასტურებენ, რომ დაჭრილი სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრია და იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა.

ამ დროისთვის უცნობია დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სპეცრაზმელი, სავარაუდოდ,თავის არეშია დაჭრილი და სასწრაფოდ ამზადებენ ოპერაციისთვის.

თბილისში, სავარაუდოდ, ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ისმის ინტენსიური სროლა, იყო აფეთქებებიც. თვითმხილველების ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსი, ცეცხლშია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს უსაფრთხოების მიზნით აკრძალული აქვთ სახლების დატოვება

ამავე კატეგორიაში