ნადიმ ვარშანიძე საკრებულოს ოთხი წლით უხელმძღვანელებს

20 ნოემბერი 2017, 00:00 4705 ნახვა

ქობულეთისგან განსხვავებით, თანამდებობები ფაქტობრივად გაცვალეს და ახალ მოწვევაშიც შეინარჩუნეს, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა გამგებელმა. ნადიმ ვარშაძინეს მხარი 17-მა დეპუტატმა დაუჭირა, ანუ იმდენმა რამდენი დეპუტატითაც “ქართული ოცნებაა” საკრებულოში წარმოდგენილი.

ოპოზიციას არც აქ მიუღია მონაწილეობა კენჭისყრაში. მმართველმა გუნდმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ მალხაზ სალვარიძე აირჩია, რომელიც აქამდე გამგებლის რწმუნებული იყო მაჭახლის თემში.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში