ახალი მოწვევის საკრებულო ხვალ შეიკრიბება

19 ნოემბერი 2017, 00:00 2666 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ხვალ ახალი მოწვევის საკრებულოები პირველ სხდომას გამართავენ.  ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა განახლებულ დარბაზში  გაიმართება. სხდომას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გახსნის. შემდეგ  სხდომას  საკრებულოს უხუცესი წევრი -  ანზორ დევაძე უხელმძღვანელებს. ხვალ აირჩევენ  თავმჯდომარეს, მოადგილეებს და 5-ვე კომისიის თავმჯდომარეს. 

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ბათუმის საკრებულოში  “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი და ასევე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის ყოფილი მოადგილე სულიკო თებიძე მოიაზრება. მისი მოადგილის პოსტზე  განიხილება ლაშა სირაბიძისა და თამაზ სალუქვაძის კანდიდატურები. თუ ვინ უხელმძღვანელებს  საკრებულოს კომისიებს ეს ხვალინდელ სხდომაზე გახდება ცნობილი. არჩევნების შედეგების მიხედვით, ბათუმის  25-წევრიან საკრებულოში „ქართული ოცნება „ 19 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. 4 წევრი შედის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, თითო წევრი ეყოლებათ „ევროპულ  საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსს“.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი