თაყაიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით დაიგება ასფალტის ახალი ფენა. უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიდგა ბორდიულები.
ქუჩის კეთილმოწყობა 2 თვეში უნდა დასრულდეს. პარალელურად სამუშაოები ე.წ “ჭაობის დასახლების” კიდევ 3 ქუჩაზე მიმდინარეობს. მათი საერთო ღირებულება 4 მილიონ 845 ათას ლარია.