აჭარის დასაქმების სააგენტო მენეჯერის პოზიციაზე დასაქმებულებს გადაამზადებს. პროექტის ფარგლებში 300-მდე მონაწილე ინტერაქტიულ ტრენინგების კურსს ბათუმში გაივლის.
მასტერკლასები დასაქმების სააგენტოს ქვეპროგრამის „კვალიფიკაციის ამაღლება არაფორმალური განათლების გზით“ ფარგლებში გაიმართება. კურსის მიზანი მმართველი რგოლის თანამშრომლებისთვის სიახლეების სწავლებაა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე