გრემის მონასტრის სასულიერო პირებმა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების: შილდის, გრემის, ენისელის, ალმატის და საბუეს სკოლებში, მოსწავლეებს ვერტმფრენიდან ნაკურთხი კანფეტები ჩამოუყარეს.
როგორც ცნობილია ვერტმფრენი, რომლითაც სასულიერო პირებმა ისარგებლეს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საკუთრება იყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ მომხდარზე სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს შესაძლო გადაცდომის გამო სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუწყდა.
მათივე განმარტებით, მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით განხორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.
მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა. ინფორმაცია კახეთში სოფლების კურხევის შესახებ გუშინ “რეგინფომ “გაავრცელა.