არჩევნების მეორე ტური

12 ნოემბერი 2017, 00:00 2226 ნახვა

ქუთაისის მერობის არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ჭიღვარია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ. ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია გახსნილი. საერთო ჯამში რეგისტრირებულია 152 561 ამომრჩეველი. მარტვილში - მეორე ტურში მონაწილეობენ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა და „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი მამუკა დანელია.

მარტვილში 39 უბანია გახსნილი და 31 ათას 531 ამომრჩეველია რეგისტრირებული ყაზბეგის მერობისთვის კი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი და „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატი სანდრო ყამარაული იბრძვიან. ყაზბეგის საარჩევნო ოლქში სულ 5 ათას 313 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ხაშურში არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი და დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე მონაწილეობენ. აქ 52 საარჩევნო უბანია გახსნილი. ხაშურის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან “ქართული ოცნების” კოორდინატორები არიან მობილიზებულები. მედიის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს კოორდინატორები, რომლებიც საარჩევნო  სიებით დგანან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი