ხვალ არჩევნების მეორე ტურია

11 ნოემბერი 2017, 00:00 2239 ნახვა

ხვალ საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. თუმცა ქუთაისისა და მარტვილის მერობის მეორე ტურის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას არ მიიღებს. მიუხედავად ამისა კანონმდებლობის მიხედვით მათი სახელები და გვარები საარჩევნო ბიულეტენში მითითებული იქნება.

ასევ მეორე ტური შედგება ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში. 21 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.

ამავე კატეგორიაში