საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა იწყება. საორგანიზაციო კომისიამ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა უკვე გამართა.
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია ათი წევრისგან შედგება. ახალ მიღებულ კონსტიტუციაში ცვლილებები 4 მუხლში შედის, ქართული ოცნება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, ე.წ ბონუსების სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლების მუხლის ჩასწორებას, საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებთან დაკავშირებული უფლებამოსილებების შეცვლასა და 2020 წლისთვის ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დაშვებას აპირებს.
განხილვებში მონაწილეობას არ მიიღებენ “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”