ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვაში

06 ნოემბერი 2017, 00:00 3877 ნახვა

საყოველთაო ჯანდაცვაში ცვლილებები  შედის. ერთ-ერთი სიახლეა ის  რომ, პროგრამაში ჩართვის მსურველ კლინიკებს ოპერაციის თანხებს სახელმწიფო დაუდგენს. ინიციატორები ფიქრობენ, რომ არსებული ფასები, რომლებიც ახლა მოქმედებს  ბუნდოვანია.
 

ახალ ტარიფს კ საერთაშორისო ორგანიზაცია დაადგენს. სწორედ უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით გეგმავს სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის ამ მიმართულებით  გადახალისებას, რომელიც მათი თქმით, სამედიცინო ხარისხს  გააუმჯობესებს. კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ მოქალაქის მიერ დახარჯული თანხა ხარისხის ადეკვატური უნდა იყოს. ამის გარდა, სავალდებულო გახდება ელეტრონული რეცეპტი, ერთი და იგივე ექიმი კი სხვადსხვა კლინიკაში ვერ იმუშავებს. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი