27 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა ტეხასის ქალაქ სატერლენდ სპრინგსში სროლის შედეგად

06 ნოემბერი 2017, 00:00 2276 ნახვა

27 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა ტეხასის ქალაქ სატერლენდ სპრინგსში სროლის შედეგად. ადგილობრივი მედიის თანახმად, სამხედრო ფორმაში ჩაცმული შეიარაღებული მამაკაცი ადგილობრივ  ბაპტისტურ ეკლესიაში საკვირაო მესის დროს შეიჭრა და იქ მყოფებს პირებს ცეცხლი გაუხსნა. თვითმხილველებმა ტელეარხს განუცხადეს, რომ მათ 20 გასროლის ხმა გაიგონეს.

თავდამსხმელს ადგილობრივი მცხოვრები დაედევნა და საპასუხო ცეცხლი  მაშინ გაუხსნა, როცა თავდამსხმელი მანქანით გაქცევას ცდილობდა.

პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა უკვე დაადგინა. ის სან-ანტონიოს მკვიდრი  26 წლის დევინ კელია. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი სავარაუდოდ ტერორისტულ დაჯგუფებასთან არ იყო დაკავშირებული. ამ ეტაპზე გამოძიება მის სოციალურ ქსელს სწავლობს. კელის სახლი უკვე გაჩხრიკეს. თავდამსხმელი ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საჰაერო ძალებში მსახურობდა  და ნიუ-მექსიკოში ჰოლომანის ბაზაზე 2010 წლამდე მუშაობდა. იგი 2014 წელს დისციპლინური დარღვევის გამო გაათავისუფლეს და 12 თვე დაპატიმრებული იყო. ასევე ცნობილი გახდა, რომ დევინ კელი  5 წლის წინ სამხედრო ტრიბუნალმა ცოლსა და ბავშვზე თავდასხმის გამო გაასამართლა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი