ნოემბრის ამინდის პროგნოზი

03 ნოემბერი 2017, 00:00 11599 ნახვა

კლიმატური მონაცემებით ნოემბრის საშუალო ტემპერატურა, ოქტომბერთან შედარებით 5-7 გრადუსით დაბალია. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25 +30 გრადუსამდე მატულობს, მინიმალური ტემპერატურა კი თითქმის ყველგან უარყოფითია.

სანაპირო ზოლსა და კოლხეთის დაბლობზე წაყინვები საშუალოდ სამ დღეს აღინიშნება. წინა თვესთან შედარებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნოემბერში საქართველოს თითქმის მთელს ტერიტორიაზე მცირდება. თუმცა ცალკეულ წლებში, ნალექიან დღეთა რაოდენობა შეიძლება მკვეთრად განსხვავდებოდეს საშუალო მრავალწლიური მნიშვნელობისგან.

წლევანდელი ნოემბერი ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე უმეტესად მზიანი და თბილი იქნება.

ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთის დაბლობში მოსალოდნელია 10-12 გრადუსი, რაც  საშუალო მრავალწლიურ მონაცემებთან ახლოსაა. თვის ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით +1, +5 გრადუსამდე, პერიოდულად კი +21, +23 გრადუსამდე მომატება.

ნალექები ნორმასთან შედარებით ნაკლები რაოდენობით იქნება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ბარს, ჰაერის თვის საშუალო ტემპერატურა +6, +9 გრადუსი იქნება, რაც საშუალო მრავალწლიურ მონაცემებზე 1 გრადუსით მაღალია. ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ტემპერატურის +3, -1 გრადუსამდე დაკლება, პერიოდულად კი ტემპერატურა +17, +20 გრადუსამდე მოიმატებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი