ნატო - საქართველო

03 ნოემბერი 2017, 00:00 3079 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგილეს, ვიცე - ადმირალ ერვი ბლეჟონს შეხვდა. მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის საზღვაო სფეროში არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს.

განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მონაწილეობა ნატო-ს ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ხმელთაშუა ზღვასა და მის მიმდებარე საზღვაო სივრცეში უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ერვი ბლეჟონის თქმით, ალიანსს შავ ზღვაზე სამი წევრი და ერთი გამორჩეული პარტნიორი ჰყავს, საქართველოს სახით.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი