ქართულ-ესტონური ბიზნეს ფორუმი

01 ნოემბერი 2017, 00:00 3368 ნახვა

საქართველოს საინვესტიციო გარემოა ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმის, რომელიც დედაქალაქში იმართება. ღონისძიებას  100-ზე მეტი ქართული კომპანიის წარმომადგენელი ესწრება. ქართველი ბიზნესმენები ესტონეთის საინვესტიციო გარემოსაც გაეცნობიან, რომელზეც ესტონეთის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ისაუბრებს.

ღონისძიების პირველ ნაწილში ესტონური ბიზნესდელეგაციისთვის საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ წარმოადგინა. 

ღონისძიების ბოლოს, სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი გამოვლენ. 

ბიზესდელეგაცია საქართველოს ესტონეთის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. 

 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი